Thursday, May 10, 2012

„ენაი შემკული და კურთხეული“


1. სახელი: „ენაი შემკული და კურთხეული“.
2.
პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები აკვირდებიან ახლობლების,მასწავლებლებისა და ჟურნალისტების  სალაპარაკო და სამწერლობო ენას,პოულობენ და აგროვებენ შეცდომებს და ამ მასალის საშუალებით ატარებენ პრეზენტაციას ენის სიწმინდის დაცვის შესახებ.
3.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იღებენ დავალებებს :1.მოიძიონ შეცდომით დაწერილი ტექსტები და აღბეჭდონ ფოტოზე2.,ჩაიწერონ ბარბარიზმით მეტყველების ნიმუშები,3.მოუსმინონ ტელევიზორსა და რადიოში ჟურნალისტების მეტყველებას და ჩაინიშნონ  შეცდომები,4.წაიკითხონ სტატიები პოპულარული ჟურნალ–გაზეთებიდან და ამოიწერონ შეცდომები და ა.შ.რადგან შეცდომების გასწორება ითხოვს ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს,ბავშვები ბეჯითად  მეცადინეობენ გრამატიკაში,იხმარებენ ისტ–ს.შეგროვილი მასალით ატარებენ პრეზენტაციას და დასასწრებად იწვევენ ფართო აუდიტორიას.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–17 წ.წ.
5.
ვადები: 21 მაისიდან  15 ივნისამდე.
6.
პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში:მოსწავლეები აგროვებენ ჩანაწერებს და თანამშრომლობენ ერთმანეთთან,მასწავლებლებთან,საჭიროების შემთხვევაში იყენებენ ისტ.–ს.
7.მოსალოდნელი შედეგები:იმისათვის,რომ წმინდა ქართულით  იმეტყველონ,მოსწავლეებისათვის აუცილებელია ისწავლონ და შემდეგ დაიცვან გრამატიკის ნორმები:1.მათ უნდა ივარჯიშონ ბგერების სწორად წარმოთქმაში,რადგან მათი უმრავლესობა წარმოთქვამს ბგერებს უცხო ენის გავლენით ან თანატოლების მიბაძვით.2.ბავშვები ისწავლიან სიტყვების სწორად წარმოთქმას და წინადადებების ქართულად გამართვას.3.ისინი ამ ცოდნას წერის დროსაც გამოიყენებენ  და ბოლოს, მოსწავლეები ეცდებიან ილაპარაკონ გამართული ქართულით, ამასვე  მოითხოვენ მათი ახლობლებისაგან.

8.სარგებელი სხვებისათვის:მშობლიური ენის კარგად ფლობა ეხმარება მოსწავლეებს ნებისმიერი საგნის შესწავლასა და გადმოცემაში ,რაც მისასალმებელია ნებისმიერი საგნის მასწავლებელისათვის,სასახელოა სკოლისა და ოჯახისათვის და სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისათვის ,რადგან მას კიდევ შეემატება რამოდენიმე პატრიოტი მოქალაქე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10.
საგნებთან კავშირი: ისტორია, უცხო ენა,გეოგრაფია.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
12.
პროექტის ავტორი სახელი: ელზა ხებრელაშვილი
13.
პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:mgalobeliele@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:mgalobeliele.blogspot.com